პროგრამის დასახელება: სტომატოლოგია (ქართულენოვანი)
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: დიპლომირებული სტომატოლოგი
პროგრამის მოცულობა კრედიტებით: პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 5 აკადემიურ წელს (10 სემესტრს) და მოიცავს 300 ECTS კრედიტს
სწავლების ენა: ქართული
პროგრამის ხელმძღვანელი:
ვლადიმერ მარგველავილი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სტომატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია:
- სტუდენტებისათვის საერთაშორისო სტომატოლოგიური საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი ცოდნის მიცემა და უნარ-ჩვევების გამომუშავება;
- მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რომელთა პროფესიული საქმიანობა ხელს შეუწყობს სტომატოლოგიური მომსახურების ხარისხის ამაღლებას, სტომატოლოგიური დაავადებების პრევენციას, პირის ღრუსა და ორგანიზმის ზოგადი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას;
- კურსდამთავრებულმა შეძლოს დაგეგმოს და განახორციელოს პაციენტის კომპლექსური სტომატოლოგიური მკურნალობა და შემდგომი მონიტორინგი.
- გამოუმუშავოს კურსდამთავრებულებს დაავადებების დანახული, მოსმენილი, გამოვლენილი სიმპტომების ლოგიკური გაანალიზების უნარი, რათა შემდგომ დაუკავშიროს ერთიან პათოგენეტიკურ პროცესს.
წინაპირობები:
სტომატოლოგიის პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი ან მასთან გათანაბრებული განათლების მქონე პირს, რომელსაც გააჩნია სახელმწიფოს მიერ დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტი (ატესტატი), და რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლის უფლებას მოიპოვებს აღნიშნულ პროგრამაზე.
პროგრამის დასრულების შემდეგ ყველა სტუდენტი შეძლებს:
- აღწერონ/განსაზღვრონ ადამიანის ორგანიზმში ნორმალურ და პათოლოგიურ მდგომარეობებში ქიმიურ, ბიოქიმიურ, მოლეკულურ, მიკრობიოლოგიურ და ჰისტოლოგიურ დონეზე მიმდინარე პროცესები;
- იმ სომატური დაავადებების კლასიფიცირება, აღწერა, დიფერენცირება და იდენტიფიცირება, რომლებიც მჭიდრო/უშუალო კავშირშია პირის ღრუს დაავადებებთან.
- კვლევის ზოგადი მეთოდების, მათ შორის ბიოსტატისტიკური და ეპიდემიოლოგიური, აღწერა და მიმოხილვა;
- ჯანმრთელობის დაცვის და ეთიკური ასპექტების გარჩევა, განხილვა და განზოგადება, პაციენტის უფლებებისა და საექიმო საქმიანობის სამართლებრივი საკითხების ჩამოთვლა, ჩამოყალიბება.
- პირის ღრუს დაავადებების და მდგომარეობების აღწერა, იდენტიფიცირება/დიფერენცირება და კლასიფიცირება, პრევენციის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდების აღწერა და განხილვა, მკურნალობის შედეგების შენარჩუნების შესაძლებლობების განსაზღვრა.
- სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებებისა და სტომატოლოგიური მასალების ძირითადი ჯგუფების დახასიათება, მათი მოქმედების მექანიზმებისა და ურთიერთქმედებების აღწერა და განხილვა.
- აღწეროს ექიმისა და პაციენტის უსაფრთხოების მართვის მეთოდები
- პირის ღრუს ჯანმრთელობის, უახლესი თემატური საკითხების, მტკიცებითი მედიცინის (სტომატოლოგიის) მონაცემების დამოუკიდებლად მოპოვება, დახარისხება და ინტერპრეტირება;
- აღწეროს გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობების მართვის მეთოდები
- პირის ღრუს დაავადებების პრევენციის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდების შერჩევა, დაგეგმვა, გაანალიზება და პრაქტიკაში გამოყენება. პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნების დაგეგმვა და ორგანიზება.
- გუნდური მუშაობის ეფექტურად წარმართვა
- პირის ღრუს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ძირითად და ალტერნატიულ ღონისძიებათა დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების მეთოდების არჩევა, გაანალიზება;
- უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით რთულ კლინიკურ სიტუაციებსა და სპეციალური საჭიროების მდგომარეობებში მონაცემთა სინთეზს, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდების დაგეგმვა, ინტეგრირება და გამოყენება.
- აკადემიურ, პროფესიულ წრეებში და პაციენტთან ან პაციენტის თანმხლებ პირთან საკუთარი იდეების, წინადადებების, გადაწყვეტილებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების ზეპირსიტყვიერ, ბეჭდვით, თუ ონლაინ რეჟიმში წარდგენა, დაცვა და შეთანხმება მშობლიურ და ინგლისურ ენებზე.
- სამეცნიერო–კვლევითი პროექტების განხილვა, შეფასება, დაგეგმვა და ორგანიზება
- სოციალური, რელიგიური თანასწორობისა და დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული ინტერპერსონალურ ურთიერთობებში თავისი და სხვათა ეთიკური და სამართლებრივი ნორმების დაცვა;
- პაციენტის უფლებების და პროფესიული ეთიკის მოთხოვნების დაცვა;
დიპლომირებული სტომატოლოგის აკადემიური ხარისხის მქონე პირს უფლება აქვს:
- გააგრძელოს პრაქტიკული მოღვაწეობა -უმცროს ექიმად (უმცროსი ექიმი ასრულებს ექიმის ფუნქციას დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე სუბიექტის მითითებითა და პასუხისმგებლობით)
- ჩაერთოს პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობაში
- თეორიულ მედიცინაში მოღვაწეობა
- გააგრძელოს სწავლა დოქორანტურაში
- გაიაროს რეზიდენტურის კურსი